საქართველოს ნაკრებისა და “კრაკოვიას” 26 წლის ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ვროცლავის “სლასკის” ულამაზესი გოლი გაუტანა. პოლონეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში “კრაკოვია” ვროცლავის “სლასკის” ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ოთარმა მატჩის 54-ე წუთზე შორეული დარტყმით “კრაკოვიას” უპირატესობა ორამდე გაზარდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია. სეზონის სტარტზე პოლონური გუნდის თავკაცი ოთოს არ ენდობოდა, თუმცა “რაკოვთან” გამართული მატჩის შემდეგ სადაც კაკაბაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, ყველაფერი შეიცვალა და ქართველი ფეხბურთელი “კრაკოვიას” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა.
ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
“კრაკოვია” მომდევნო მატჩს პოზნან “ლეხის” წინააღმდეგ გამართავს.





