პოლონეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “კრაკოვიას” ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ “რაკოვთან” მატჩში 69-ე წუთზე უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 1-0 მოაგებინა.
კაკაბაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით გაისროლა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია.
პოლონეთის ჩემპიონატში “კრაკოვიას” 15 ტურში 20 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. “რაკოვმა” კი ამ სეზონში მეორედ წააგო და 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.





