საქართველოს ნაკრებისა და “კრაკოვიას” მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ეკსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ოთარმა ვროცლავის “შლიონს” შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა.
ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.
“კრაკოვია” პოლონეთის ექსტრაკლასაში 19 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-9 ადგილზეა.
საგულიხმოა, რომ 5 თებერვალს ქართველების დაპირისპირება შედგება კაკაბაძის “კრაკოვია”, ნიკა კვეკვესკირის “ლეხს” უმასპინძლებს.





