ხვალ, საქართველოს მასშტაბით 20 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გვერდზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მხარდაჭერას თბილისის მერს უცხადებს.








