საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა ნიკა კაჭარავამ კონფერენს ლიგაზე “ფლორას” წინააღმდეგ ასისტი მიითვალა. “ანორთოსისი” “ფლორას” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის 33-ე წუთზე დენის პოპოვიჩმა ნიკა კაჭარავას საგოლე პასით სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ჯამში ფამაგუსტურმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში გიორგი ლორია განაცხადში არ იყო, ნიკა ნინუამ კი მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
კაჭარავამ ტრავმის მოშუშების შემდეგ, 4 მატჩი 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდეობის საგოლე გადაცელა შეასრულა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის B ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.





