ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მესამე მედალი მოიპოვა.
70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ბაირამოვი დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
როგორც უკვე კითხარით, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია. გუშინ 79 კილოგრამში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნიკა კენჭაძე გახდა, უფრო ადრე კი 125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.








