ესპანეთის ლა ლიგაში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-3 ტურში ვალენსიას შეხვდა და დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა.
გუნდთან ერთად, დამაჯერებელი იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივიც შემოგვთავაზა.
გიორგიმ, მიმდინარე სეზონში ღამურების შემადგენლობაში სამიდან სამივე მატჩში ითამაშა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
3 ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში ვალენსიას 7 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფება. ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 12 სექტემბერს, სტუმრად, ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს.





