მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა, ლაშა ტალახაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩასვლის შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა.
ქართველი ძალოსანი ტურნირისთვის ნელ-ნელა ხურდება და თავდაპირველად 145 კგ-ით ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო. რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გულშემატკივარი ფიცარნაგზე 17 დეკემბერს იხილავს.





