7 დეკემბრიდან, 17 დეკემბრის ჩათვლით უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
ქართველი ძალოსნები უზბეკეთში გვიან ღამით გაემგზავრნენ, მანამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ 10-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ამასთან, გთავაზობთ ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგსაც:
9 დეკემბერი, 18:00 საათიდან
61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი;
10 დეკემბერი, 18:00 საათიდან
73 კგ. – კახი ასანიძე;
13 დეკემბერი, 15:00 საათიდან
89 კგ. – რეზი დავითაძე;
14 დეკემბერი, 07:30 საათიდან
96 კგ. – ირაკლი გობეჯიშვილი;
14 დეკემბერი, 12:00 საათიდან
96 კგ. – ანტონ პლესნოი;
15 დეკემბერი, 12:00 საათიდან
102 კგ. – ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე;
17 დეკემბერი, 09:00 საათიდან
+109 კგ. – ბაქარ თურმანიძე;
17 დეკემბერი, 15:00 საათიდან
+109 კგ. – ლაშა ტალახაძე.








