საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 21 წლის თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ახმატ გროზნოს” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. ყაზანის “რუბინმა” მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ხვიჩამ საგოლე გადაცემა შეხვედრის 51-ე წუთზე შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ყაზანის “რუბინი” მომდევნო შეხვედრას 14 მარტს “როსტოვის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.








