საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
ჯაბამ 1/4 ფინალამდე მარტივად მიაღწია, ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში განელ მეტოქეს სძლია.
დღეს საქართველოს სახელით, ჯაბას გარდა ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობენ. ლაშა ნახევარფინალშია, ვაჟა კი 1/4 ფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს.
ჯაბა პაპინაშვილის მეტოქე 1/4 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.





