საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ “როიალ უნიონს” გაუტანა. ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში “სერენი” “როიალ უნიონს” ესტუმრა და ანგარიშით 4:2 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის 35-ე წუთზე მეტოქე ფეხბურთელს სპრინტში გაასწრო, გოლი გაიტანა და თავისი გუნდი 2 ბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.
საბოლოოო ჯამში “სერენმა” არასტაბილურიდ ითამაშა და ეს ძალზედ პრინციპული მატჩი დათმო.
გიორგიმ ბელგიაში დაბრუნების შემდეგ, 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა.
”სერენი” მომდევნო მატჩს იუპერლიგაში 22 ოქტომბერს “შარლერუას” წინააღმდეგ გამართავს.





