თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ ერთ ქართველ ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს დარჩა.
საქართველოს დელეგაცია დღეს 5 ძიუდოისტით წარსდგა და მათგან გათამაშებას ოთხი სპორტსმენი გამოეთიშა.
რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, 22 წლის ძიუდოისტი ნახევარფინალში იჭიდავებს. ეთერმა 1/4 ფინალში ბრაზილიელი ტაიანე ლემოსი დაამარცხა, ნახევარფინალში კი გრანგ ფაიზა მოკდარს შეხვდება.








