ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვებამ ყველა ქართველი გულშემატკივარი გაახარა.
გამონაკლისი არც ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ყოფილა, რომელიც ეროვნულ გუნდს სახლში, თავის მეგობრებთან ერთად ქომაგობდა.
21 წლის ძიუდოისტმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გამოწვეული ემოციები საკუთარ Instagram-გვერდზე გაგვიზიარა.







