“ნიუკასლ ჯეტსის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა მიქელთაძემ “ველინგტონ ფენიქსის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. “ველიგნტონ ფენიქსმა” შინ “ნიუკასლ ჯეტსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის 42-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
”ნიუკასლ ჯეტსი” მომდევნო შეხვედრას 13 მარტს “ადელაიდა იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძე 8 გატანილი გოლითა და 2 შესრულებული საგოლე გადაცემით ავსტრალიის ჩემპიონატში, ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილს იკავებს.





