“ნიუკასლ ჯეტსის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბექა მიქელთაძემ “მელბურნ ვიქტორის” გაუტანა. ავსტრალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში “მელბურნ ვიქტორმა” შინ “ნიუკასლ ჯეტსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
ბექა მიქელთაძემ შეხვედრის 70-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და თავის გუნდს მოაგებინა.
“ნიუკასლ ჯეტსი” ავსტრალიის ჩემპიონატში 11 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მარაგში 2 გამოტოვებული მატჩი აქვს.
ბექა მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





