ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ შეხვდა და 15 ქულის სხვაობით, 60:75 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო და მატჩი 17 ქულით დაასრულა.
საერთო ჯამში გიომ მოედანზე 25 წუთი გაატარა და 17 ქულასთან ერთად, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
13 ტურის შემდეგ, 8 მოგებით და 5 მარცხით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. მომედვნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გამართავს.








