Football Insider-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე “ვესტ ჰემი” აქტიურადაა დაინტერესებული და მისთვის ბრძოლაში ლიდერობენ.
ლონდონური კლუბი მზადაა “რუბინის” მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. ეს ტრანსფერი შესაძლოა ინავარში მოხდეს.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. ხვიჩას შეძენით “ლივერპული” “ევერტონი” და “საუთჰემპტონიც” არიან დაინტერესებულნი.
ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს.
ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ყაზანელთა შემადგენლობაში 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.






