რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მეკარე: გიორგი ლორია.
დაცვა: ირაკლი აზაროვი, სოლომონ კვირკველია დავით ხოჭოლავა, გრიგოლ ჩაბრაძე.
ნახევარდაცვა: ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი აბურჯანია, ნიკოლოზ კვეკვესკირი, ლევან შენგელია.
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.





