„ვესტ ბრომვიჩმა“ სლავენ ბილიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
მოგეხსენებათ, „ვესტ ბრომვიჩს“ პრემიერ ლიგაში საქმე კარგად ვერ მისდის. ინგლისური კლუბი სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა და აქტივში მხოლოდ 1 მოგება აქვს.
გუნდის ხელმძღვანელობამ წარუმატებლობაში ხორვატი სპეციალისტი დაადანაშაულა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბილიჩი პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში პირველი მწვრთნელია, რომელიც თანამდებობიდან ნაადრევად დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას სემ ელერდაისი ჩაანაცვლებს.





