ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშილი ინდიან ველსის მასტერში გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს და კრისტოფერ იუბენქსს დაუპირისპირდება. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელისა და 25 წლის ამერიკელის შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართება.
ინდიან ველსის მასტერსში,ბასილაშვილი 29-ე ნომრად არის განთესილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კრისტოფერ იუბენქსს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშათ. 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკამ ამერიკელს ოთხ სეტში სძლია.
ბასილაშვილსა და იუბენქსს შორის მოგებული ინდიან ველსის მასტერსის მესამე წრეში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმსა და ესპანელ ალბერტ რამოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ინდიან ველსის მასტერსი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ავსტრიელი დომინიკ ტიმია, რომელმაც ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.





