19-25 აპრილს, ვარშავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. პოლონეთის დედაქალაქში სხვებთან ერთად რა თქმა უნდა იასპარეზებს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც.
აღნიშნული კონტინენტის პირველობა მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ იქ მოახლოებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.
ქართველი ფალავნებისგან გულშემატკივარი ბუნებრივია მხოლოდ უმაღლეს შედეგებს ელის. ნაკრების მწვრთნელებმაც, გიორგი იანტბელიძემ და ვლადიმერ გეგეშიძემ უძლიერესი შემადგენლობა შეარჩიეს.
ვარშავაში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე მედლების დასაკუთრებას შემდეგი ფალავნები შეეცდებიან:
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – შმაგი თოდუა
70 კგ – დავით ტლაშაძე
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა





