30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვანდერსონ სილვამ გორის “დილასთან” კონტაქტი გაახანგრძლივა. ინფრომაციას გორული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ვანდერსონთან ერთად გორის “დილასთან” 2-წლიანი კონტრაქტი მისმა თანამემამულე ალეფ სანტოსმა გააფორმა.
ვანდერსონ სილვა ანდრეი დემჩეკოს გუნდს 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გორულ გუნდში 44 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
30 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბებში, “საბაჰ ბაქოსა” და ებრაულ “სახნინში” უთამაშია.





