21 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. ინფრომაციას გორული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკოს გუნდთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
დემეტრე გორულ გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ის წევრ თბილისის “მერანიდან” შეუერთდა.
ბულისკერიას სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში” თბილისის “ლოკომოტივსა” და ქუთაისის “ტორპედოში” უთამაშია.





