ნიდერლანდელ ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკს ეჭვი ეპარება, რომ მას მომავალში მანჩესტერ იუნაიტედში მომავალი აქვს.
ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს გაესაუბრება და მას კითხვებს დაუსვამს, თუ რა როლს შესთავაზებს ნორვეგიელი სპეციალისტი მას მომავალ სეზონში.
ნახევარმცველი გაკვირვებული იყო იმ ფაქტით, რომ ევროპა ლიგის ფინალში ვილიარეალის წინააღმდეგ (1:1, პენ. 10:11) მოედანზე შესვლის საშუალება არ მიეცა.
ვან დე ბეკი ამჟამად ნიდერლანდების ეროვნული გუნდის განკარგულებაშია და ევრო 2020-ისთვის ემზადება.
გასულ სეზონში, 24 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირში მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. მანჩესტერ იუნაიტედის სასტარტო შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში მან მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა.





