დონი ვან დე ბეკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას ეშურება. 23 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი სათამაშო დროით არის უკმაყოფილო და ამბობს, რომ სულშერმა მას მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ვან დე ბეკი „წითელი ეშმაკების“ აღმასრულებელ დირექტორს ედ ვუდვორთთან შეხვედრას და საუბარს აპირებს.
ჰოლანდიელი ნახევარმცველი თვლის, რომ თუ ასე გაგრძელდა მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ მომავალი არ აქვს.
შეგახსენებთ, დონი ვან დე ბეკი სულშერის გუნდში 2020 წელს „აიაქსიდან“ 44 მილიონ ევროდ გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი კი 2025 წლამდე აკავშირებს.





