BBC-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უარი თქვა “აეროფლოტთან” თანამშრომლობაზე და რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
“ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას მთელს მსოფლიოში და ვუთანაგრძნობთ დაზარალებულებს“ – ნათქვამია ბრიტანული გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მეორე დღეა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გუშინ გამთენიისას გამოუცხადა და ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევის მისადგომებთან მიმდინარეობს.








