დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “ატლეტიკო” “მანჩესტერი იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
“წითელ ეშმაკებთან” შეხვედრის წინ, მადრიდელთა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი მოწინააღმდეგე შეაქო.
“ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით, ბოლო 14 თამაშში მხოლოდ ერთხელ წააგეს. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ კი გაუმჯობესდნენ”, – განაცხადა სიმეონემ.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის “ატლეტიკო” კრიშტიანუ რონალდუს დაუპირისპირდება, რომელმაც მათ წინააღმდეგ ბოლო შეხვედრაში, 2019 წლის მერვედფინალში ჰეთთრიკი შეასრულა.
ცნობისთვის, მადრიდის “ატლეტიკო” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ბოლოს 31 წლის წინ თასების მფლობელთა თასის 1991/92 წლების სეზონში შეხვდნენ.
მაშინ ესპანელებმა “წითელ ეშმაკებს” ორი მატჩს ჯამში 4:1 მოუგეს.








