პოლონური გამოცემა pilkarskiswiat-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ლეგიას ცენტრალურ ნახევარმცველს, ვაკო გვილიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვაკოს პირველი ანალიზი 27 იანვარს ჩაუტარდა, სადაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. თუმცა მეორე ტესტმა, ქართველის ორგანიზმში ვირუსი აღმოაჩინა.
ამჟამად, ფეხბურთელი და ლეგიას სტაფის 3 წევრი თვითიზოლაციაშია გადასული და მკურნალობას განაგრძობს.
გვილიას პოდბესკისიესთან დაუპირისპირდებას აუცილებლად გამოტოვებს, ასევე ლოდსის წინააღმდეგ პოლონეთის თასზე გასამართ მატჩში მისი დაბრუნება საეჭვოა.





