ვარშავის „ლეგიას“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ COVID-19 დაამარცხა.
Vako & Andre got 🔙 to training ⚽️
📸 @PartykaJanusz pic.twitter.com/Xo5c2R0H5Y
— Legia Warsaw (@LegiaWarsawEN) February 10, 2021
ქართველმა ნახევარმცველმა ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშიც განაახდა და დიდი ალბათობით 14 თებერვალს, „იაგელონიასთან“ გასამართი მატჩის განაცხადშიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ 26-წლის ნახევარმცველი ვარშაველთა შემადგენლობაში გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.
„ლეგიას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 35 მატჩში ვაკომ 8 გოლი გაიტანა.





