გუშინ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში ბათუმი არენაზე შვედეთი 2:0 დაამარცხდა.
აღნიშნულ დაპირისპირებას საქართველოში შვედეთის ოფიციალური ელჩი სტადიონიდან უყურებდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისი რეაქცია ოფიციალურ Twitter-გვერდზე გაავრცელა.
„ვაიმე, ვაიმეეე. გილოცავთ გამარჯვებას! ვულოცავ საქართველოს ამ საღამოს, ბათუმში მოპოვებულ გამარჯვებას. ალბათ, მიხვდებით ვის ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ქედს ვიხრი კარგად ჩატარებული მატჩის გამო“, – წერს ულრიკ ტიდეშტრომი.
ვაიმე, ვაიმეეე 😉 გილოცავთ გამარჯვებას! Congratulations Georgia on tonight’s football win in Batumi! You might guess who I was cheering for, but hats off for a well played game 🇸🇪🤝🇬🇪@GeorgiaGff@SwedeninGE pic.twitter.com/BC5fcAYoRX
— Ulrik Tideström 🇸🇪 (@UTidestrom) November 11, 2021





