ყაზანი „რუბინი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდთან ერთად იმყოფება საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსვკლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც კლუბს 12 იანვარს შეუერთდა.
„რუბინის“ Facebook-გვერდზე ხვიჩას მონაწილეობით სახალისო ვიდეო გავრცელდა. ვარჯიშის პერიოდში 19 წლის ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს ილეთის გამეორება ისურვა და თანაგუნდელს თავზე გადაახტა, თუმცა მიწაზე დაშვებისას დაბლა დაეცა.





