გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი ამხანაგურ მატჩში მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და დავით ვოლკოვის შესახებ ისაუბრა:
“დავით ვოლკოვი ახლახან შემოგვიერთდა. შვედეთთან ძალიან კარგად შემოვიდა, დღეს კი უზბეკეთის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და თავდაჯერება შეემატა, მაგრამ ნაკრებში მეტი გამოცდილების მიღება სჭირდება. რაც უფრო მეტი არჩევანი მექნება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები.” – განაცხადა ვილი სანიოლმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან 2021 წლის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.








