სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დოკუმენტურ ფილმში გადარებული კადრები ვრცელდება, რომელიც 2020/21 წლების სეზონით თარიღდება.
18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში როდესაც ტურინულმა გუნდმა „პორტუსთან“ პირველი ტაიმი 1:0 წააგო, შედეგით უკმაყოფილო კრიშტიანუ რონალდუ თავის თანაგუნდელს, ხუან კუადრადოს დაუპირისპირდა. დიალოგი ასე წარიმართა:
რონალდუ – „როგორც ნე*ვი, ისე ვთამაშობთ!“
კუადრადო – „დამშვიდდი, შენ ყველასთვის მაგალითი უნდა იყო“
რონალდუ – „ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, საშინლად ვთამაშობთ“.
საბოლოოდ, სიტუაცია გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ განმუხტა და ორივე ფეხბურთელს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
აღნიშნული დაპირისპირება „იუვენტუსმა“ 2:1 წააგო, საპასუხო მატჩში კი 3:2 გაიმარჯვა, მაგრამ სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობით მომდევნო ეტაპზე პორტუგალიური კლუბი გავიდა.








