კონფერენლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დინამო ბათუმი “სივასპორთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ აჭარული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:
„მატჩს შესაბამისი ანალიზი სჭირდება და ასეთი შეხვედრა ნაჩქარევად ვერ შეფასდება. ის, რომ ჩვენ მატჩის მიწურულს კონცენტრაცია დავკარგეთ ნათლად ჩანდა. შესაძლოა, ეს დაღლილობის ბრალი იყო. მრავალი მზიეზი არსებობს და ამას განვიხილავთ.
ვიტყოდი, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მატჩი ვითამაშეთ, საუბარი მაქვს 75 წუთზე, შემდეგ კი ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით აღარ წავიდა.
ურთულესი ამოცანის წინ ვართ, თუმცა ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. დასკვნებს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ გასვლითი შეხვედრა უკვე სხვაგავარდ წარიმართება.
ჩემში ოპტიმიზს რაც იწვევს, ეს პროგრესია, რომელსაც დინამო ბათუმთან მიმართებაში ვხედავ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, თუმცა მარცხს კრიტიკულად უნდა მივუდგეთ.
რაც შეეხება თურქულ-ქართულ დაპირისპირებას, ასეთი თარიღებული სულ არის, ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ფეხბურთი ვითამაშოთ“.-განაცხადა გეგუჩაძემ
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს გაიმართება.





