ევროპა ლიგის გამარჯვებული ესპანური „ვილიარეალია“. „წყალქვეშა ნავმა“ დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პენალტების სერიაში 11:10 დაამარცხა. ისე კი მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა.
ევროპა ლიგის გათამაშება უკვე მეოთხედ მოიგო უნაი ემერიმ. „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული ტიტული და საპატიო თასი 3-ჯერ „სევილიასთან“ ერთად ჩაიხუტა, ამჯერად კი იგივეს გაკეთება „ვილიარეალთან“ მოახერხა.
ბუნებრივია, ესპანური გუნდის თავკაცი მატჩის შემდეგ ბედნიერი იყო.
„გუნდის პრეზიდენტით დაწყებული, ჩემი თავით დამთავრებული გუნდით და ფეხბურთელებით ვამაყობთ. მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდით და დაგვიფასდა.
საოცრად დაძაბული მატჩი გამოდგა. ჩვენი მეტოქე ხომ მანჩესტერ იუნაიტედი იყო და ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება ორმაგად სასიამოვნო განცდაა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ“ – აღნიშნა უნაი ემერიმ.
„








