უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ვეტერან ფეხბურთელს, ანატოლი ტიმოშუკს ყველა ჯილდოსა და ტიტულს ჩამოართმევს.
მას უკრაინის ნაკრებში 144 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამჟამად კი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და მას ამ დრომდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ორ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.





