დღეს, ქობულეთში ჩელე არენაზე ეროვნული ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა “შუქურასა” და გაგრას შორის გაიმართა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
შეხვედრა აჭარლების მცირე უპირატეოსბით წარიმართა, თუმცა გიორგი შაშიაშვილის გუნდმა მომენტები რეალიზება ვერ მოახერხა.
შეხვდრის მე-20 წუთზე ლაშა თოთაძე გააძევეს და გაგრა მატჩის ბოლომდე კაცნაკლური გახლდათ.
მეორე წყვილში მარტვილის “მერანმა” შინ ქუთაისის “ტორპედოს” კომფორტული ანგარიშით 2:0 სძლია.
განმეორებითი შეხვედრა გარგასა და “შუქურას” შორის 12 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.








