დანიის სუპერლიგის მე-2 ტურში “კოპენჰაგენმა” ლეგენდარულ პარკენ არენაზე “სილკებორგი” მიიღო. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა დავით ხოჭოლავას თამაში. 27 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში უშეცდომა იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ცნობისთვის, ხოჭოლავას გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ივლისს კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბელარუსული “ჟოდინოს” წინააღმდეგ გამართავს.





