ფრის გუნდები – ეს შეფასება ალბათ ამ გუნდებისთვის გადაჭარბებული არ იქნება. საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ჯერ კიდევ წინა სეზონში დაეჩვია ფრეების თამაშს და როგორ ჩანს ეს ტრადიცია ისევ გადმოყოლილი აქვს. რაც შეეხება „საბურთალოს“, ვერ ვიტყვით შარშანაც ფრეებზე მიდრეკილი გუნდი იყოო, თუმცა მიმდინარე სეზონში ლევან კორღალიძის გუნდი მეტოქეებთან ხშირად ზავდება.
განვლილ 6 ტურში „საბურთალოს“ აქტივში უკვე 4 ფრეა, ხოლო „თელავი“ ამ მაჩვენებლით ერთით ჩამოუვარდება.
თბილისური გუნდისთვის ეს უკვე მიჯრით მეორე უგოლო ფრეა. წინა ტურში „საბურთალო“ ბათუმს უგოლოდ დაუზავდა, დღე კი იგივე შედეგი შინაურ კედლებში თელაველებთან გაიმეორა.
საგოლე მომენტების მხრივ უფრო მასპინძლები გამოირჩნენ, თუმცა თელაველთა კიპერმა ჩოჩიშვილმა მეტოქეს არ გაატანინა. კონტრშეტევებზე რამდენჯერმე მოწინააღმდეგეს კახურმა გუნდმაც უბწკინა, მაგრამ განსაკუთრებულ ხიფათამდე საქმე არ მისულა.





