უეფამ ჯაბა კანკავას სპეციალური პრიზი გადასცა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სპეციალური პრიზი ნაკრებში 100 ჩატარებული მატჩის აღსანიშნად მიიღო.
35 წლის კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ალბანეთის წინააღმდეგ შედგა.
გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლევან კობიაშვილთან ერთად პირველია.
ჯაბა კანკავამ ჯვაროსნების მაისურით 100 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.








