რაღა დარჩა – თვეზე ოდნავ მეტი და საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატი გახურდება. სამწუხაროა, რომ ამ უდიდეს ფორუმზე საქართველოს ნაკრები არ იქნება, არადა სანუკვარ მიზნამდე ერთი ხელის გაწვდენა იყო.
კონტინენტის პირველობა 11 ივნისს რომში გაიხსნება, ხოლო ფინალი 11 ივლისს ლონდონში შედგება. ამასობაში, უაფამ გამონაკლისი დაუშვა და გუნდების განაცხადი 26 ფეხბურთელამდე გაზარდა.
„პანდემიიდან გამომდინარე, რის გამოც შესაძლოა ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდები პრობლემებს წააწყდნენ გადავწყვიტეთ გამონაკლისის სახით ნაკრებებს მივცეთ უფლება განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანონ.
არის რისკი იმისა, რომ ტურნირის მსვლელობის პერიოდში ამა თუ იმ გუნდის ფეხბურთელის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენოს ან ვინმე კარანტინში გახდეს გადასაყვანი. განაცხადის 23-დან 26 კაცამდე გაზრდაც აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ“ – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.





