საფეხბურთო ასოციაციების კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრების ლიმიტი გააუქმა.
ამ დრომდე, 2020 წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მატჩებზე მაყურებლის სტადიონის ტევადობის მაქსიმუმ 30% -ზე შეიძლებოდა.
„ვინაიდან უეფა-ს 55 ეროვნულ ასოციაციაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაყურებელთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ შესაბამისმა ადგილობრივმა ან ეროვნულმა ორგანოებმა. შესაბამისად, მოიხსნება უეფა-ს შეზღუდვა სტადიონის მაქსიმუმ 30%- ით შევსებაზე“ – ნათქვამია აღმასკომის გადაწყვეტილებაში.
კომიტეტის წევრებმა საფეხბურთო ევროპას შესთავაზეს ძალაში დარჩეს 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც გულშემატკივრებს უკრძალავს გამგზავრებას უეფა-ს ტურნირების გასვლით მატჩებზე, მათ შორის, ფინალურ სტადიამდე, მაგრამ არა 2021 წლის მაისში დანიშნულ ფინალებზე.
ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება მოახლოებულ ევრო2020-ს უკავშირდება – უეფას არ სურს დაკარგოს შემოსავლები, რადგან პანდემიის გამო 2020 წელს ორგანიზაციის შემოსავლები შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ უეფა-მ ასევე დაუშვა ეროვნულ ნაკრებებში ხუთი ცვლილების უფლება ევრო 2020-სა და ერთა ლიგის ფინალურ მატჩებში. თავდაპირველად, ეს წესი კორონავირუსის პანდემიისა და ჩემპიონატებში ხანგრძლივი შესვენებების გამო შემოიღეს.





