ინგლისური ფეხბურთის და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ უეინ რუნი, რომელიც ამჟამად დერბი ქაუნთის მთავარ მწვრთნელად მუშაობს, Sky Sports-თან გაკეთებულ კომენტარში VAR-ის სისტემაზე ისაუბრა.
როცა პრემიერ ლიგის მატჩებს ვადევნებ თვალყურს, VAR-ის ზოგიერთი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვრჩები. ზოგჯერ გაუგებარია, გამეორების შემდეგ მსაჯები რა გადაწყვეტილებებს იღებენ.
პირადად მე ვფიქრობ, ფეხბურთი VAR-ის გარეშე უკეთესი იქნებოდა. არბიტრებს უნდა ვენდოთ. ზოგიერთ გადაწყვეტილებას შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ მათ პატივი უნდა ვცეთ და უფლება მივცეთ თავიანთი საქმე აკეთონ, – განაცხადა ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა.





