ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირმა აიღო სტარტი.
პირველივე საშეჯიბრო დღეს ქართულ დელეგაციას მეექვსე ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი აქვს.
იაკობ ქაჯაიამ 1/4 ფინალში რუსი სერგეი სემიონოვი დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში გასასვლელ დაპირსპირებაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე ჩილელი იასმანი აკოსტა იქნება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 13:15 საათზე გაიმართება, ფინალი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.








