32 წლის სპეციალისტმა, უჩა სოსიაშვილმა ბოლნისის “სიონი” ჩაიბარა. ინფორმაციას ქართული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა სპეციალისტმა “სიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელია ჩაანაცვლა, რომელმაც გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
უჩამ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს “სამტრედიაში” დაიწყო, შემდეგ კი თბილისის “დინამოს” მე-2 გუნდი ჩაიაბარა. ახალგაზრდა სპეციალისტს საუკეთესო პერიოდი 2014/2015 წლებში გორის “დილაში” ჰქონდა, ამ სეზონში მისი გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, უჩა სოსიაშვილმა ახალ გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია უკვე გამართა.








