ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttomercato ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 20 წლის ყაზანის რუბინის შემტევი ხვიჩა კვარაცხელიათი რამდენიმე იტალიური გრანდი ინტერესდება. საუბარია მილანზე და იუვენტუსზე, რომლებიც ახალგაზრდა ქართველის გადაბირებას სერიოზულად ფიქრობენ.
აღსანიშნავია, რომ იტალიელები ხვიჩას სანაკრებო შეხვედრებში განსაკუთრებით დააკვირდებიან და იმედია ის თავის გამოჩენას მოახერხებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმაც განაცხადა.
ფაქტია, კვარაცხელიასადმი ინტერესი დიდია. სავარაუდოდ ის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, თუმცა სად წავა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ყაზანის რუბინში ჩატარებულ 18 მატჩში ხვიჩას ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.





