28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოს ახალი სეზონი გაიხსნება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აღნიშნულ გრან პრიზე 8 ძიუდოისტით იასპარეზებს.
თავიდან ტურნირზე 14 ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა, თუმცა ჯუდოს დღიურების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი სარდალიშვილი, მიხეილ ბახბახიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, საბა ინანეიშვილი, თორნიკე მაზიაშვილი და გიორგი ქავთარაძე ჩვენს გუნდს კორონავირუსის გამო გამოაკლდნენ.
ალმადას გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს:
-66 თენგიზ ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე
-73 გიორგი ტერაშვილი
-81 გიორგი შერაზადიშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
-90 იმედა გოგოლაძე
-100 გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.
პირველ დღეს, პორტუგალიაში გასამართ ტურნირზე თენგიზ ზირაქიშვილი და საბა კაპანაძე იასპარეზებენ.








