ძალოსნობა, კრივი და ძალისმიერი ხუთჭიდი 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადის წინასწარი სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიადის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად 18-თვიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება დარჩება თუ არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში.
თავდაპირველად, ძალოსნობის ამოღებას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადიდანაც აპირებდნენ, თუმცა შესაბამიზი ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად ტომას ბახის უწყებამ ვადა 2028 წლამდე გადაწია.
მიზეზი კი ის გახშირებული დოპინგ და კორუფციული სკანდალებია, რომლებიც აღნიშნულ ფედერაციებში არსებობს. საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის თებერვალში უნდა მიიღოს, სადაც 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამა უნდა დამტკიცდეს.








