29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსში მიმდინარე მასტერის მე-3 მატჩი მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.
მსგავსი მიღწევა ნიკოლოზს კარგად დაუფასდება და ფინანსური კუთხით ის საკმაო სარგებელსაც ნახავს.
ბასილაშვილმა ინდიან უელსის 1/4 ფინალში გასვლით 175 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზე სტეფანო ციციპასის ბარიერს დაძლევს, მის გამომუშავებულ თანხას კიდევ 160 000 დოლარი დაემატება და ჯამში 335 000 დოლარი გამოვა.








